25 აპრილი 2024,   12:19
ვრცლად
ზამთრის კურორტებზე არსებული პრობლემები საკოორდინაციო ჯგუფმა მესტიაში განიხილა

ბაკურიანისა და გუდაურის შემდეგ საკოორდინაციო ჯგუფის მორიგი შეხვედრა მესტიაში გაიმართა.

სვანეთში გამართულ შეხვედრაზე ზამთრის სეზონზე არსებული გამოწვევები და მათი მოკლე ვადაში შესაძლო გადაჭრის გზები განიხილეს.

საუბარი შეეხო წყალმომარაგების, გზების, პარკინგისა და სამედიცინო მომსახურეობის საკითხებს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, სათხილამურო არეალი ვიზიტორების მისაღებად მზად არის.

როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი აღნიშნავს, სამთო-სათხილამურო კურორტზე რამდენიმე წარმატებული პროექტი შესრულდა.

"ჩვენ ადგილზე გავეცანით სეზონზე მიმდინარე გამოწვევებს, ისევე როგორც წარმატებულ პროექტებს, რომელიც უკვე შესრულდა და მუშაობს,"- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი თეიმურაზ გამცემლიძე აცხადებს, რომ მცირე თოვლმა ტრასების მუშაობას ხელი არ შეუშალა.

"სვანეთის ორივე საბაგირო კომპლექსი სრულად ფუნქციონირებს, მცირე თოვლი, რა თქმა უნდა, სვანეთშიც არის და ამის ნაკლებობას განვიცდით, მაგრამ ტრასებზე ეს არ აისახება,"- აღნიშნა თეიმურაზ გამცემლიძემ.

დღის ამბები