24 აპრილი 2024,   22:20
ვრცლად
ტრამპის იმპიჩმენტზე განხილვები გრძელდება, დემოკრატები მიიჩნევენ, რომ ტრამპის გამართლება აშშ-ზე უარყოფითად იმოქმედებს

შეერთებული შტატების კონგრესში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხზე განხილვები გრძელდება.

სენატში საიმპიჩმენტო სასამართლოს მეორე სესიაზე დემოკრატებმა ამერიკის პრეზიდენტი უკრაინაზე კორუმპირებული სქემით ზეწოლაში დაადანაშაულეს, დემოკრატები მიიჩნევენ, რომ თუ სენატი ტრამპს გაამართლებს, ეს შტატების ავტორიტეტზე უარყოფითად იმოქმედებს.

რესპუბლიკელი სენატორები კი აცხადებენ, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საფუძველი არ არსებობს. მოსმენები ამერიკის სენატში დღესაც გაგრძელდება.

დღის ამბები