24 აპრილი 2024,   09:06
ვრცლად
აპაჭუნოს თვალები გახარიამ და გვითხრას, სიხარული უნდა თუ წერილი - ლევან კობერიძე კონგრესმენების წერილზე

ჯო ბაიდენის ცენტრის მმართველი დირექტორის, მაიკლ კარპენტერის განცხადებას, რომლის თანახმადაც საქართველოს ხელისუფლებამ 4 კონგრესმენის წერილი სერიოზულად უნდა მიიღოს, ოპოზიციის წევრები ეხმაურებიან.

პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძის მოსაზრებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ქვეყნის წინაშე მდგარ პრობლემებს სერიოზულად უნდა მოეკიდოს და კონგრესმენების კითხვებს ადეკვატური პასუხი გასცეს. 

"გახარია ძალიან სერიოზულ კითხვებს პასუხობს რაღაც ირონიით, "სიხარული გინდა თუ წერილი" და თვალების პაჭუნითაპაჭუნოს ახლა თვალები და გვითხრას, სიხარული უნდა თუ წერილი ამ პასუხის მერე. გამოდიან და პირდაპირ ვიტყვი, რომ რაღაც ღლიცინით პასუხობენ მსგავსი ტიპის პრობლემებს, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას. ამას ხედავს საქართველოს მოსახლეობა, ეს ასე არ დამთავრდება, დარჩებიან თვალებჩაპაჭუნებული და დამშვიდობებულები საქართველოს მოსახლეობის მხრიდან ძალიან მალე,"- განაცხადა ლევან კობერიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას კრიტიკული წერილი ამერიკის შეერთებული შტატების ოთხმა კონგრესმენმა მისწერა. ადამ კინზინგერის, ჯერი კონოლის, ელიოტ ენგელისა და მაიკლ მაკაულის წერილი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის facebook გვერდზე განთავსდა.

ავტორი: ლელა ჯავახიშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები