18 თებერვალი 2020,   01:31
ვრცლად
შეჩერებული პროექტები აჭარაში - მთავრობას ადგილობრივი ოპოზიცია ტყუილში ადანაშაულებს

აჭარის მთავრობას ადგილობრივი ოპოზიცია ტყუილში ადანაშაულებს. აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ გია აბულაძის თქმით, თორნიკე რიჟვაძე მოსახლეობას არწმუნებს, რომ რეგიონში შეჩერებული პროექტები არ არის და აჭარაში 2019 წელს 3 მილიარდის ღირებულების ინვესტიცია შემოვიდა.

"ნაციონალური მოძრაობა" კი საქსტატიდან გამოთხოვილ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, ინვესტიციების ოდენობა გაცილებით მცირეა. ოპოზიციური პარტია შეჩერებული პროექტების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებასაც აპირებს.

"აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ წლის ბოლომდე ერთ მილიარდ ინვესტიციას მოიზიდავდა რეგიონში. შემდგომ ეს ციფრი 3 მილიარდამდე გაზარდა და უფრო მეტიც, წელს გვითხრა, რომ თურმე აჭარის რეგიონში 2019 წელს 3 მილიარდზე მეტი ინვესტიცია მოიზიდა მთავრობამ, რაც მათი მორიგი ტყუილია. 

ამ ფაქტზე უკვე მივმართე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, რომ მოეწოდებინა რეგიონში განხორციელებული ინვესტიციების შესახებ ინფორმაცია," - განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გია აბულაძემ.

დღის ამბები