25 აპრილი 2024,   15:11
ვრცლად
კონგრესმენების წერილი იმის ნიშანია, რომ აშშ 2020 წლის არჩევნებს მკაცრ მონიტორინგს გაუწევს - დავით ბერძენიშვილი 

რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრი დავით ბერძენიშვილი საქართველოს მთავრობის სახელზე ამერიკელი კონგრესმენების მიერ გამოგზავნილ კრიტიკულ წერილს გამოეხმაურა. ბერძენიშვილის თქმით, წერილი ნიშანია იმისა, რომ აშშ 2020 წლის არჩევნებს მკაცრ მონიტორინგს გაუწევს. 

"სრულიად მკაფიოა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ეუბნებიან არჩევნებს არ გაგაყალბებინებთო. როდესაც ლაპარაკია ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე, ამერიკის ინტერესების შეზღუდვაზე, ამერიკული კომპანიების დაზარალებაზე, პუტინისკენ გახედვაზე, ეს ყველაფერი არის ქართველი ხალხის ინტერესების სერიოზული გააზრება და მხარდაჭერა და საქართველოს ხელისუფლება ამ ინტერესების წინააღმდეგია,"- განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას კრიტიკული წერილი ამერიკის შეერთებული შტატების ოთხმა კონგრესმენმა მისწერა. ადამ კინზინგერის, ჯერი კონოლის, ელიოტ ენგელისა და მაიკლ მაკაულის წერილი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის Facebook გვერდზე გუშინ, 22 იანვარს, განთავსდა.

ამასთან, კონგრესმენების წერილს ჯო ბაიდენის ცენტრის მმართველი დირექტორი მაიკლ კარპენტერი სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ წერილი სერიოზულად უნდა მიიღოს.

ავტორი: ლელა ჯავახიშვილი

დღის ამბები