20 აპრილი 2024,   04:53
ვრცლად
საქართველო ნატოს წევრი უნდა გახდეს - თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ნატოს გაფართოების საჭიროებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ჩრდილო ატლანტიკური ორგანიზაციის წევრი უნდა გახდეს. ამის შესახებ "როიტერსი" წერს. 

"არ მესმის, რატომ არ მოვიწვიეთ საქართველო ან რატომ არ ავამოქმედეთ სამოქმედო გეგმა მისთვის, რომ წევრი გამხდარიყო.

ჩვენ გვაკრიტიკებენ, რომ  მეზობელ რუსეთთან ბევრად კარგი ურთიერთობა გვაქვს, თუმცა ჩვენი დასავლელი მეგობრები არ არიან თანახმა, საქართველო მოიწვიონ, რადგან არ სურთ რუსეთის პროვოცირება. საქართველოს ჩვენ ვჭირდებით და ჩვენც გვჭირდება ისეთი მოკავშირე, როგორიც საქართველოა. აუცილებელია გაფართოება და საქართველო ნატოს წევრი უნდა გახდეს", - განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ მსოფლიოს ეკონომიკურ ფორუმზე. 

დღის ამბები