ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარულ სეზონში "ინდიანა პეისერსმა" 29-ე თამაში მოიგო, ამჯერად ინდიანაპოლისის გუნდმა "ფინიქსს სანსი" სტუმრად 112:87-ით დაამარცხა. ინდიანას ქართველმა ლეგიონერმა გოგა ბითაძემ ამჯერად გუნდის მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით მოედანზე 3 წუთი და 35 წამი დაჰყო. ამ დროის განმავლობაში ბითაძემ 3 მოხსნა განახორციელა, ერთხელ კი ბურთის დაფარება შეძლო.