25 აპრილი 2024,   10:32
ვრცლად
სროლა ერევნის ცენტრში - შეიარაღებული მამაკაცი სასტუმროში შეიჭრა

მამაკაცი, რომელმაც სომხეთის დედაქალაქში, სასტუმრო ერებუნი პლაზაში სროლა დაიწყო სამართალდამცავებს ჩაბარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. ადგილზე მობილიზებული იყო სამართალდამცავების დიდი რაოდენობა და პოლიცია მამაკაცთან მოლაპარაკებას აწარმოებდა.

წინასწარი ინფორმაციით, დაშავებული არავინაა.

ინციდენტს გამოეხმაურა სომხეთის პრემიერ-მინისტრიც. ნიკოლ პაშინიანის თქმით, ძალადობის ნებისმიერი გამოვლინება დასაგმობია:

"ძალადობის ნებისმიერი გამოვლინება, ნებისმიერი მიზეზით, თუ საფუძვლით, მიუღებელია" - დაწერა პაშინიანმა.

დღის ამბები