24 აპრილი 2024,   13:59
ვრცლად
კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება - ექიმი გოგა ვალიშვილი

კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ამის შესახებ განცხადება ბათუმის ერთ-ერთი კლინიკის ნეიროქირურგმა, გოგა ვალიშვილმა, გააკეთა.

ილია მეორეს წელის არეში ტკივილის გამო ტომოგრაფია ბათუმში გადაუღეს. მედიკოსების თქმით, პატრიარქს წირვაზე დიდი ხნით უწევს ფეხზე დგომა და სწორედ ეს გახდა ტკივილის მიზეზი.

კათოლიკოს-პატრიარქი სამედიცინო დაწესებულებაში დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა.
 

დღის ამბები