25 აპრილი 2024,   09:54
ვრცლად
"ფრთხილად იყავით, იმ ადამიანის პროპაგანდირება არ მოახდინოთ, რომელიც ძალადობასა და მუქარას ახორციელებდა" - ანრი ოხანაშვილი

ვახტანგ რობაქიძე, რომელმაც დეპუტატ ანრი ოხანაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ამბობს, რომ  სამართალდამცავებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ფაქტზე საუბარი კი თავად ანრი ოხანაშვილს არ სურს. ის ჟურნალისტებს კითხვას, იძალადეს თუ არა პოლიციელებმა რობაქიძეზე პასუხობს, რომ ფრთხილად იყვნენ, რადგან ამ ადამიანის პროპაგანდირება არ მოახდინონ.

"ფრთხილად იყავით პროპაგანდირება არ მოახდინოთ იმ ადამიანის, რომელიც ძალადობასა და მუქარას ახორციელებდა. გაარკვიეთ მისი ბიოგრაფია და მერე ისაუბრეთ მასზე. არ მაინტერესებს, მე რა უნდა გითხრათ ამაზე, გამოძიება მიმდინარეობს და ის დაადგენს ყველაფერს,"- ამბობს ანრი ოხანაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ ანრი ოხანაშვილის მიმართ მუქარაში ბრალდებული ვახტანგ რობაქიძის ექსპერტიზის შედეგი ცნობილია. მუცლის კედლის დაჟეჟილობა და ფიზიკური ძალადობა - ასეთია ექსპერტიზის დასკვნა. 

დღის ამბები