27 თებერვალი 2020,   02:50
ვრცლად
ცაგერში ავტომობილი ცხენისწყალში გადავარდა - მაშველები 3 მამაკაცს ეძებენ

ცაგერში, სოფელ ჩხუტელში ავტომობილი ცხენისწყლის არხში გადავარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილში სამი მამაკაცი იმყოფებოდა, ერთი 60 წლამდე, ორი კი ახალგაზრდა.

სავარაუდოდ, მანქანა დიდი სისწრაფით მოძრაობდა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და არხში ჩავარდა. ისინი წყლის დინებამ ხელოვნურ გვირაბში ჩაითრია.


ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სამაშველო სამსახურის ჯგუფები. მიმდინარეობს სამძებრო სამუშოები და გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.

დღის ამბები