20 აპრილი 2024,   17:04
ვრცლად
ოხანაშვილის მიმართ მუქარაში ბრალდებულმა სახელმწიფო ინსპექტორს სამედიცინო დასკვნა წარმოუდგინა

ანრი ოხანაშვილის მიმართ მუქარაში ბრალდებული დღის ბოლოს სახელმწიფო ინსპექტორთან იმყოფებოდა. ვახტანგ რობაქიძემ ინსპექტორის წარმომადგენლებს სამედიცინო დასკვნა წარმოუდგინა. დასკვნის მიხედვით, რობაქიძეს მუცლის კედლის დაჟეჟილობა აღენიშნება, რაც ფიზიკურ ძალადობაზე მიუთითებს.

ბაკურიანის ერთ-ერთ რესტორანში ანრი ოხანაშვილთან სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, რობაქიძის ინფორმაციით, მას პოლიციის განყოფილებაში სამართალდამცველებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. საქმის ძიებაში ჩართულია სახალხო დამცველიც.

„ჩავაბარე ავერსის კლინიკიდან გამოტანილი სამედიცინო კვლევის შედეგები, აგრეთვე დამატებით გადავეცი ჩემს მიერ მოპოვებული სხვადასხვა დოკუმენტაცია, რაც ნათლად ასახავს იმ ფაქტს, რაზეც მე ამ დღეების განმავლობაში ვსაუბრობდი, რომ ჩემზე მოხდა ფიზიკური ზეწოლა ბაკურიანის განყოფილებაში. ძალიან დიდ იმედს ვიტოვებ, რომ ეს ყველაფერი მივა ბოლომდე და ეს საქმე იქნება ობიექტურად გამოძიებული," - აცხადებს ვახტანგ რობაქიძე.

დღის ამბები