დავოსში ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან გამართა. პრემიერი ასევე მიესალმა ორგანიზაციის მიერ საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების სტრატეგიის შექმნის პროცესში მხარდაჭერას.
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) გენერალურმა მდივანმა ანხელ გურიამ, დადებითად შეაფასა საქართველოში მიმდინარე რეფორმები და განაცხადა, რომ ის მხარს დაუჭერს საქართველოს საექსპორტო საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესების პროცესში.
"ძალიან გვახარებს ეს ყველაფერი, თან პრემიერ-მინისტრმა გვითხრა, რომ საქართველო მეტად აპირებს ჩვენი უწყების პროგრამებში და კომიტეტების მუშაობაში მონაწილეობის. შეხვედრას საქართველოს ფინანსთა მინისტრი ესწრებოდა და საგადასახადო საკითხებსაც შეეხო საუბარი. ჩვენ ერთობლივად ვახორციელებთ საერთაშორისო დაბეგვრის ინიციატივას, განსაკუთრებით კი გაციფროვნებული დაბეგვრისა და კონტროლის საერთაშორისო პროგრამას.
აქამდე საქართველო ძალიან აქტიურად მონაწილეობს ყველა იმ ინიციატივაში, როგორც სამუშაო ჯგუფების, ასევე მმართველი საბჭოს ფორმატში. ეს არის დარგის პროფესიონალთა მცირე ჯგუფი, რომელიც 137 ქვეყანასთან შემხებლობაში მყოფ საკითხებზე მუშაობს. საერთო ჯამში საქართველოსთან ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ და მზად ვართ უფრო მეტი ვაკეთოთ," - განაცხადა ანხელ გურიამ.