25 აპრილი 2024,   00:00
ვრცლად
პერუში გაზის გადამზიდი სატვირთოს აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა - დაშავდა 50 ადამიანი

მსხვერპლით დასრულდა აფეთქება პერუში. ლიმაში გაზის გადამზიდი სატვირთო ავტომობილი აფეთქდა. დაიღუპა 2 და დაშავდა 50 ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვებიც.

ავტოსაგზაო ინციდენტის დროს ავტომობილის ძარა დაზიანდა, რამაც თხევადი გაზის გაჟონვა გამოიწვია. მომხდარის გამო ცეცხლი გავრცელდა რამდენიმე საცხოვრებელ სახლზეც. დაღუპულთა შორის არის სატვირთოს მძღოლიც.

მომხდარის დეტალებს ადგილობრივი პოლიცია იძიებს.

დღის ამბები