24 აპრილი 2024,   09:39
ვრცლად
თავისუფლების ინსტიტუტი ბიძინა ივანიშვილისთვის სამეცნიერო ხარისხის ჩამორთმევას ითხოვს

"თავისუფლების ინსტიტუტი" ბიძინა ივანიშვილისთვის სამეცნიერო ხარისხის ჩამორთმევას მოითხოვს. ორგანიზაცია შესაბამისი განცხადებით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მიმართავს.

"თავისუფალი ინსტიტუტის" წარმომადგენლების თქმით, მათ მოიპოვეს დისერტაცია, რომელიც აკადემიურ სტანდარტებს არ შეესაბამება, მათივე განცხადებით, არსებობს ვარაუდები პლაგიატთან დაკავშირებითაც, კერძოდ დისერტაცია ძალიან ჰგავს ევგენი ნოვოჟიროვის 2 წლით ადრე დაცულ დისერტაციას.

"თავისუფალი ინსტიტუტი" არ გამორიცხავს, რომ ბიძინა ივანიშვილმა სამეცნიერო ხარისხი საბჭოთა პერიოდისთვის დამახასიათებელი მანკიერი გზით მოიპოვა, კერძოდ კი, მან ნაშრომი იყიდა.

დღის ამბები