24 აპრილი 2024,   20:09
ვრცლად
ოპოზიციაში კონგრესმენების წერილზე საქართველოს მთავრობის მეთაურის პასუხს იწუნებენ

ოპოზიციაში, კონგრესმენების წერილზე საქართველოს მთავრობის მეთაურის პასუხს იწუნებენ.

გიორგი გახარია ამბობს, რომ ამ წერილში იკითხება სუბიექტური დამოკიდებულება და აღნიშნავს, რომ სტრატეგიული პარტნიორები წერილებით არ უნდა საუბრობდნენ. ამ განცხადების გამო, პრემიერ-მინისტრი ისევ გახდა ოპოზიციის კრიტიკის  ადრესატი.

"შემაშფოთებელი განცხადებები, რომელიც ეხება პოლიტიკურ დევნას, ანაკლიის პორტის პროექტის ჩავარდნას, რუსული გავლენების გაძლიერებას და რუსული პროპაგანდის გავრცელებას ხელისუფლების მიერ, არც ერთი ადეკვატური პასუხი არ გაცემულა მთავრობის მხრიდან. ეს მიუთითებს იმაზე, რომ "ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი სრულ იზოლაციაში იმყოფებიან," - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ხატია დეკანოიძემ.

სერგო რატიანის თქმით, წერილში კონკრეტულ პრობლემებზეა საუბარი და პრემიერმა საზოგადოების შეურაცხყოფა უნდა შეწყვიტოს.  

"გახარია ნუ ისულელებს თავს და ნუ აყენებს შეურაცხყოფას ნურც საზოგადოებას და ჩვენს პარტნიორებს. საუბარია კონკრეტულ პრობლემებზე მაგალითად, პოლიტიკური დევნის შეწყვეტაზე. ასევე, მან უკან უნდა წაიღოს ის შეურაცხყოფა, რაც მან ქართულ საზოგადოებას მიაყენა. ხელისუფლება უცხოურ კაპიტალსა და ზოგადად, ბიზნესს, არ უნდა ერჩოდეს," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრმა, სერგო რეტიანმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მზად არის, პირადად გააცნოს ქვეყანაში არსებული ობიექტური რეალობა იმ კონგრესმენებს, რომლებმაც წერილით გიორგი გახარიას მიმართეს.

საუბარია კონგრესის ოთხ წევრზე, რომლებმაც კრიტიკულად შეაფასეს მთავრობის კონკრეტული გადაწყვეტილებები. მათ შორის, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე მომზადებული კანონპროექტის ჩაგდება.

კონგრსმენების მიერ გამოგზავნილ წერილში, საუბარი იყო ანაკლიის პორტზე და პროცესების პოლიტიზირებაზე. 

დღის ამბები