24 აპრილი 2024,   12:48
ვრცლად
ოპოზიციის განცხადებით, კალაძე სსიპებად გარდაქმნილ საქალაქო სამსახურებს პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებს

დაუსრულებელი პროექტები და კონკრეტული სამსახურების სსიპებად გარდაქმინის სურვილი - ამ საკითხების განხილვის დროს ოპოზიცია თბილისის თვითმმართველ ორგანოში ხმაურიან სხდომას ელოდება.

საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ამტკიცებენ, რომ საკუთარი პირადი მიზნებისთვის ახალი სსიპების შექმნა თბილისის მერის სურვილია. ამ შემთხვევაში ყურადღებას ამახვილებენ ურბანულ და სატრანსპორტო სამსახურებზე.

"არანაირი ვალდებულება საკრებულოს წინაშე ურბანულ და სატრანსპორტო  მიმართულებას არ ექნება. შესაბამისად, რა თქმა უნდა, წინააღმდეგი ვართ. კალაძე ფიქრობს, ალბათ, რომ საარჩევნო წელია, შესაძლებელია ვერ შეინარჩუნოს უმრავლესობა და სსიპებში თვითონ წყვეტს დანიშნავს თუ არ დანიშნავს, შესაბამისად პარტიული ნიშნითაც გამოიყენებს,"- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლილე ლიპარტელიანი.

საქალაქო სამსახურების სსიპებად გარდაქმნას, კადრების მოზიდვაში კერძო სექტორისთვის კონკურენციის გაწევის მიზნით ხსნის მმართველი გუნდის წევრი ლევან ჟორჟოლიანი:

"მოდიან ჩვენთან საკმაოდ კარგი პროფესიონალები, პროფესიულად იზრდებიან და შემდეგ გვტოვებენ. მაგალითად, საჯარო სამსახურის შესახებ კანონი და შრომის ანაზღაურების შესახებ კანონი ადგენენ გარკვეულ ლიმიტებს კონკრეტული სპეციალისტებისთვის. სსიპის შემთხვევაში, ეს ესე არ იქნება, ვიქნებით უფრო მოქნილები, შევძლებთ ამ ადამიანებს მივცეთ ის ანაზღაურება, რაც არის ბაზარზე და აღმოვფხვრათ ის დეფიციტი, რაც ამ მიმართულებით არსებობს,"- განაცხადა ჟორჟოლიანმა.

დღის ამბები