25 აპრილი 2024,   18:17
ვრცლად
"დაგავალეს ეს, 10 კაცი რომ დამესევით ფარჩაკები ხართ, აბა რა ხართ?!" - ლევან ხაბეიშვილი საკრებულოს უმრავლესობას

ლევან ხაბეიშვილმა საკრებულოში ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, კომენტარი გააკეთა. 

"პირდაპირ ეთერში გამოვესარჩლე იმ ადამიანებს, მაგალითად - დამლაგებლებს, რომლებსაც 8 ლარს უხდიან. სწორედ ამის გამო მოხდა ეს დაპირისპირება. 10-15 ადამიანი მაინც დამიპირისპირდა. ეს დაგეგმილი იყო, რადგან მე მაქსიმალურად მშვიდად ვიყავი, ვცდილობდი არ შევსულიყავი ფიზიკურ დაპირისპირებაში, მაგრამ რა დავალებაც ჰქონდათ, შეასრულეს. დედაქალაქის მერს ვაწუხებ, ფაქტია და დაიბარა ამდენი ადამიანი იმისთვის, რომ ჩავექოლე ყველას,"- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. 

ხაბეიშვილის თანაგუნდელი ლილე ლიპარტელიანის განცხადებით კი, ხელისუფლების წარმომადგენლებს ხელის დარტყმითა და საქმეების გარჩევებით ძველბიჭურად უნდათ საკრებულოს მართვა.

სპორტის, განათლებისა და სარევიზიო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე ფიზიკური დაპირისპირება სხდომაზე მას შემდეგ დაიწყო, რაც უმრავლესობის წევრები ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს შეურაცხყოფაში ადანაშაულებდნენ.

უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა თარაშ შურღაიამ კი ხაბეიშვილს თავში სკამი ჩაარტყა, რის შემდეგაც სხდომათა დარბაზში ვითარება უკიდურესად დაიძაბა.

დაპირისპირების შემდეგ ფრაქცია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” წევრმა ავთანდილ ცინცაძემ ხაბეიშვილს განუცხადა, რომ "რამდენჯერაც შოუს დადგამს, იმდენჯერ მიიღებს შესაბამის პასუხს". 

"დაგავალეს ეს, 10 კაცი რომ დამესევით ფარჩაკები ხართ, აბა რა ხართ?!" - უპასუხა ცინცაძეს ხაბეიშვილმა. 

ლევან ხაბეიშვილს მძიმე დაზიანებები ძირითადად თავის არეში აქვს მიყენებული. თვითმმართველი ორგანოს სხდომა ჩაიშალა.

ამავე თემაზე
დღის ამბები