19 აპრილი 2024,   07:22
ვრცლად
"ამ წერილების მთავარი გზავნილი არის ის, რომ აშშ-თვის  საქართველო ძალიან მნიშვნელოვანია" - ლორა ტორნტონი

4 ამერიკელი კონგრესმენის წერილს აშშ-ს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორი ეხმაურება. ლორა ტორნტონი ამბობს, რომ კრიტიკა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებიდან ისმის, იმის მანიშნებელია, რომ საქართველო შტატებისთვის მნიშვნელოვან ქვეყანას წარმოადგენს.  წერილის ავტორები კი საქართველოს მეგობრები არიან და გულწრფელად სურთ, საკუთარი გულისტკივილი და შეშფოთება გამოხატონ. 

"ამ წერილების მთავარი გზავნილი არის ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საქართველო ძალიან მნიშვნელოვანია. ეს კონგრესმენები საქართველოს მეგობრები არიან. როგორც მეგობრებს კი სურთ, გულწრფელად გამოხატონ საკუთარი შეშფოთება იმაზე, რასაც ისინი მიიჩნევენ დემოკრატიიდან გადახვევად. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დიალოგია. უნდა ვიცოდეთ, რომ შეერთებული შტატები საქართველოსა და ქვეყნის დემოკრატიისადმი ერთგულია. ეს წერილი კი მათ სურვილს გამოხატავს, რომ უზრუნველყონ მომავალში ეს მხარდაჭერა. ასევე, გაგრძელდეს დემოკრატიული პროგრესი იმისთვის, რომ მომავალი არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს,“ - განაცხადა ლორა ტორნტონმა. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები