24 აპრილი 2024,   20:26
ვრცლად
პეკინში კორონავირუსის გამო საფრთხის უმაღლესი დონე გამოაცხადე​ს

ახალი კორონავირუსის გამო, პეკინში საფრთხის უმაღლესი დონე გამოაცხადეს. ასევე, გაუქმდა ყველა დაგეგმილი საახალწლო ღონისძიება. ცნობილი ხდება, რომ ქალაქის მოსახლეობაში, სადაც პირველად ვირუსი გაჩნდა, პანიკაა. მიზეზი პროდუქტებისა და მედიკამენტების დეფიციტია.

ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 26-მდე გაიზარდა. მომატებულია ინფიცირებულთა რაოდენობაც. ამ დროისთვის 800-ზე მეტი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა. რამდენიმე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ამ დროისთვის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ნაადრევია. კორონავირუსის შემთხვევის გამოვლენა დადასტურდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჰონგ კონგში, ტაივანში, ტაილანდში, იაპონიაში, საუდის არაბეთში, ვიეტნამსა და სამხრეთ კორეაში.

საერთაშორისო აეროპორტების ნაწილი ახალი ვირუსის გამო საგანგებო რეჟიმშია, სადაც მგზავრებს სპეციალური სკანერებით ამოწმებენ.

დღის ამბები