20 აპრილი 2024,   16:21
ვრცლად
"ბიუჯეტის 80% არის ასათვისებელი" - ხმაური და დაპირისპირება ლანჩხუთის საკრებულოს სხდომაზე

ლანჩხუთის საკრებულოს სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება იყო. ფრაქციამ "ძალა ერთობაშია" სხდომაზე ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურების უფროსების პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა. როგორც ფრაქციის წევრები ამბობენ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოების დროს კორუფციის ნიშნები გამოიკვეთა.

"თვეში ერთხელ იმართება სხდომა და ყველა საქმე უნდა გადადოს სამსახურების უფროსებმა და მითუმეტეს ისეთმა სამსახურებმა, სადაც ჩვენი ბიუჯეტის, ალბათ, 80% არის ასათვისებელი.  ჩვენ გვქონდა ძალიან ბევრი კითხვა, რომელზეც ვერ მივიღეთ პასუხები. ეს იყო დემაგოგია," - განაცხადა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ”ძალა ერთობაშია” წევრმა, ლელა ჩახვაძემ.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, კახა ასკურავა ამბობს, რომ მუნიციპალიტეტში უამრავი ფულის დახარჯვის მიუხედავად, მუნიციპალიტეტში არც ერთი ინფრასტრუქტურული პრობლემა მოგვარებული არ არის.

"არც ერთი ინფრასტრუქტურული პრობლემა მოგვარებული არ არის და ამაზე არის მილიონობით თანხა წასული. ან პასუხისმგებლობას აიღებს მერი გაათავისუფლებს ორივეს დაკავებული თანამდებობიდან, ან თვითონ არის პასუხისმგებელი და თვითონ გადადგეს და თვითონ აიღოს ამაზე პასუხისმგებლობა,“ - განაცხადა  კახა ასკურავამ. 

დღის ამბები