16 აპრილი 2024,   20:23
ვრცლად
დოდო გუგეშაშვილის პირველი კომენტარი შსს-ს განცხადების შემდეგ - ის გამოძიებას სრულად ენდობა

"კურიერის" ექსკლუზიური კადრები სპეცოპერაციიდან, რა დროსაც პოლიციამ დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა - მასალა "კურიერის" გადამღებმა ჯგუფმა გლდანში, გამთენიისას გადაიღო. დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელობის საქმე გახსნილად ცოტა ხნის წინ გამოცხადდა.

განსაკუთრებით მძიმე დნაშაულისთვის წარსულში ნასამართლევი პირი დაკავებულია. გამოძიებით დადგინდა, რომ 44 წლის მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გულმკერდის არეში სხეულზე დაზიანებები მიაყენა დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს - გრიგოლ გუგეშაშვილს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული ბრიფინგის შემდეგ, "კურიერი" თადარიგის პოლოვნიკს დაუკავშირდა.

დოდო გუგეშაშვილს უჭირს თავდასხმის ამ ვერსიაზე საუბარი, მას ასევე უჭირს თქმა, დაკავებული ზ.მ არის თუ არა ის პირი, ვინც თავდასხმამდე რამდენიმე თვით ადრე მას ზურას სახელით გაეცნო.

"ჩემთვისაც აბსულუტურად უცნობია ეს სახელი და გვარი, ჩემი ადვოკატი გაარკვევს. ზ.მ გამოაცხადეს, ის მე გამეცნო როგორც ზურა და მეტი ინფორმაცია ჯერ არ მაქვს. 

შემიძლია ერთი რამ მყარად ვთქვა, რომ ამ ორი წლის მანძილზე იმდენად ძლიერად მუშაობდნენ, რომ ტყუილად ხელს არავის მოკიდებდნენ,"- უთხრა "კურიერს" დოდო გუგეშაშვილმა.

დოდო გუგეშაშვილის ადვოკატის, გელა ნიკოლეიშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ზოგადი  ინფორმაცია მას არაფერს ეუბნება და დეტალებზე საქმის მსაალების გაცნობის შემდეგ ისაუბრებს.

"ჩვენთვის უცნობია, იმ საეჭვო პირებიდან რომელიმე პირი არის სხვა ახალი ვინმე გამოიკვეთა. რაც შეეხება ინიციალებს, ის არაფერს გვეუბნება. ქალბატონ დოდოსაც ვესაუბრე და ჩვენ ველოდებით შინაგან საქმეთ სამინისტროს ამ საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას. ზოგადად ვენდობით, მიუხედავად იმისა რომ ამდენი ხანი გავიდა და იმედი გადაგვეწურა, მაგრამ როდესაც ჩავიხედავთ საქმის მასალებში, მაშინ უფრო შეგვეძლება თქმა, გამოძიება სანდო არის თუ არ არის,"-განაცხადა "კურიერთან" დოდო გუგეშაშვილის ადვოკატმა, გელა ნიკოლეიშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები