24 აპრილი 2024,   09:09
ვრცლად
მასშტაბური აქცია ერაყში - ათობით ათასმა დემონსტრანტმა აშშ-ს სამხედროების გაყვანა მოითხოვა

ერაყში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. ათობით ათასმა დემონსტრანტმა ერაყიდან შეერთებული შტატების სამხედროების გაყვანა მოითხოვა.მომიტინგეები აქციაზე ანტიამერიკულ სლოგანებს სკანდირებდნენ.

5 იანვარს ერაყის პარლამენტმა ქვეყნიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანას დაუჭირა მხარი. ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ბაღდადში შტატების ძალებმა ირანელი გენერლის ყასემ სულეიმანის ლიკვიდაცია გაანხორციელეს.

შეერთებული შტატები ჯარისკაცების ქვეყნიდან გაყვანას არ აპირებს. ერაყში 5000-ზე მეტი ამერიკული სამხედრო მოსამსახურე იმყოფება.

დღის ამბები