24 აპრილი 2024,   00:09
ვრცლად
მკვლელობა ახმეტაში - ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 35 წლამდე მამაკაცი მოკლეს

ახმეტის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. სოფელ კასრისწყალის მიმდებარედ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 35 წლამდე მამაკაცი მოკლეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა სოფლიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, საქონლის ერთ-ერთ ფერმაში მოხდა.

მკვლელობაში ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. მომხდარზე გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

"დილას მოვიდა ბიჭი, რომ რაღაც მკვლელობა მომხდარა, მწყემსები არიან, ორივე მწყემსი იყო, თოფი უსროლია," - აცხადებს ადგილობრივი მაცხოვრებელი.

დღის ამბები