20 აპრილი 2024,   04:41
ვრცლად
ფიზიკურ დაპირისპირება საკრებულოში - ლევან ხაბეიშვილი ძველი თბილისის სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფება

საკრებულოში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირება - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი, ამ წუთებში გამოკითხვაზე, ძველი თბილისის სამმართველოში იმყოფება.

მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს. ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტზე, გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, საკრებულოს სპორტის, განათლებისა და სარევიზიო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვიერი კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი სცემეს. უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა თარაშ შურღაიამ ხაბეიშვილს თავში სკამი ჩაარტყა, რის შედეგადაც, ხაბეიშვილმა თავის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო.

დღის ამბები