25 აპრილი 2024,   00:37
ვრცლად
აშშ-მ საქართველოს მთავრობის ნდობა დაკარგა, თუ არჩევნებს გააყალბებენ მძიმე რეაქცია მოჰყვება - შარაშენიძე

სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებლის, თორნიკე შარაშენიძის განცხადებით, კონგრესმენების მორიგი კრიტიკული წერილი სიგნალია, რომ ამერიკის მთავრობამ საქართველოს მთავრობის მიმართ ნდობა დაკარგა.

"ეს სიგნალი მიანიშნებს იმას, რომ ამერიკის მთავრობა საქართველოს მთავრობის მიმართ ნდობას კარგავს და ჩვენგან სამართლიან არჩევნებს ითხოვს. თუკი, არჩევნებში ქართველი ხალხი ხმას ისევ ამ ხელისუფლებას მისცემს, მაშინ დარჩებიან. მაგრამ, თუკი არჩევნებს გააყალბებენ და ასე შეეცდებიან ხელისუფლებაში დარჩენას, მაშინ ამას ამერიკის მხრიდან მძიმე რეაქცია მოჰყვება. ამის შემდეგ კი ხელისუფლებას ორი არჩევანი დარჩება - ან უნდა წავიდეს ან შექმნას დახურული ავტორიტარული სახელმწიფო. 

არ ვიცი ქართული ხელისუფლება მათ ჩუმად რას პასუხობს, მაგრამ ღიად გამოთქმული პასუხები აბსოლუტურად არაადეკვატური და კომიკურია. ეს ჰგავს თავის მოსულელებასა და თვალის დახუჭვას," - განაცხადა სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელმა, თორნიკე შარაშენიძემ. 

დღის ამბები