26 აპრილი 2024,   00:57
ვრცლად
დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის, ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებულს ბრალი წაუყენეს

დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის, ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებულს ბრალი წაუყენეს. ზაზა მურჯიკნელს ბრალი სისხლის სამართლოს კოდექსის 109-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილით (განზრახ მკვლელობა დანაშაულის დაფარვისთვის, ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა) წარედგინა.

დაკავებული ზაზა მურჯიკნელი ბრალს არ აღიარებს და საქმესთან ყოველგვარ შემხებლობას უარყოფს.

დოდო გუგეშაშვილის ოჯახს შეიარაღებული პირი 2018 წლის 7 თებერვალს დიღომში, საცხოვრებელ სახლში დაესხა თავს, თავდასხმის შედეგად მძიმედ დაიჭრა თავად დოდო გუგეშაშვილი, მისი 33 წლის ვაჟი ნოდარ გუგეშაშვილი კი ადგილზე გარდაიცვალა. 

დღის ამბები