16 აპრილი 2024,   23:01
ვრცლად
სტიქიას თურქეთში 31 ადამიანი ემსხვერპლა - უცნობია რამდენი ადამიანი ელოდება შველას ნანგრევებში

31 დაღუპული და 1500-ზე მეტი დაშავებული - თურქეთში მიწისძვრისგან დაზარალებულთა რიცხვი იზრდება. სტიქიური უბედურების ზონაში ძლიერი ბიძგები მთელი ღამის განმავლობაში იგრძნობოდა. თურქეთის სეისმოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ჯამში 500-ზე მეტი მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა. დაზარალებულების ნაწილმა ღამე ღია ცის ქვეშ გაათენა, ნაწილი კი თავშესაფრებში გადაიყვანეს. თურქეთის მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს სტიქიის ზონაში არ დაბრუნდნენ, რადგან უახლოესი დღეების განმავლობაში შესაძლოა, მიწისძვრა ისევ განმეორდეს.

 "შესაძლოა მიწისქვშა ბიძგები ისევ განმეორდეს, ამიტომ სახლებში ვერ ვბრუნებით. სერიოზული პანიკაა და ყველას გვეშინია," - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

სტიქიური უბედურების ეპიცენტრში ქალაქ სივრიჯში ჩავიდა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი. მან მოსახლეობას მოუწოდა, რომ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ქვეყანა მიწისძვრისთვის მოუმზადებელი იყო, არ დაუჯერონ.

"ნუ უსმენთ ჭორებს და ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო პროპაგანდას, ჩვენ თქვენს სამსახურში ვართ. ჩვენი ხელისუფლება თქვენს დასახმარებლად ყველაფერს გააკეთებ," - განაცხადა ერდოღანმა.

სტიქიის ზონაში უკვე 40 საათია სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. სამძებრო სამუშაოებში 4000-ზე მეტი მაშველი, სპეციალური ტექნიკა და ვერტმფრენებია ჩართული. საგანგებო სიტაუციების სამსახურის თანამშრომლებმა ნანგრევებში მოყოლილი ათობით ადამიანის გადარჩენა შეძლეს, მათ შორის 5 წლის ბავშვიცაა.

6.8 მაგნიტუდის სიმძლავრე თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში პარასკევს საღამოს მოხდა, რასაც მალევე მოჰყვა განმეორებითი ბიძგები და შენობების ნგრევა. მიწისძვრის ეპიცენტრი ელაზიღის პროვინცია იყო, რომელიც დედაქალაქ ანკარადან 550 კილომეტრში მდებარეობს. სეისმოლოგიური ცენტრის განცახდებით, მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა საქართველოშიც, კვიპროსზე, ლიბიაში, სირიასა და ირანში.

დღის ამბები