20 აპრილი 2024,   17:28
ვრცლად
ნარკოდანაშაულისთვის პოლიციამ 2 პირი დააკავა - დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს

ნარკოდანაშაულისთვის ქვემო ქართლის პოლიციამ თბილისში 2 პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულისთვის აზერბაიჯანის რესპუბლიკის 2 მოქალაქე: 1985 წელს დაბადებული ხ.ნ. და 1982 წელს დაბადებული ნ.გ. თბილისში დააკავეს.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას, "ალფა პვპ"-ს, "ჰეროინის", "მორფინის", "მეტადონისა" და "კოდეინის" შემცველი ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილების "ა" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

დღის ამბები