23 აპრილი 2024,   23:53
ვრცლად
გამოძიების იმედი არ მაქვს - ლევან ხაბეიშვილი

ჩხუბი თბილისის საკრებულოში - ინციდენტში მონაწილე მმართველი გუნდის დეპუტატები გამოკითხვაზე ამ დრომდე არ დაუბარებიათ. პოლიციაში გუშინ თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი გამოკითხეს, მოგვიანებით მას ექსპერტიზაც ჩაუტარდა. შესაბამისი პროცედურებით უნდა დადგინდეს, რამდენად მძიმე დაზიანებები აქვს მიყენებული საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს.

ხაბეიშვილი გამოძიებასთან თანამშრომლობს, თუმცა კონკრეტული შედეგის მოლოდინი არ აქვს.

"ეჭვი მაქვს, რომ გამოძიება ბოლომდე არ მივა. ანრი ოხანაშვილს რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ამის გამო ადამიანი უკვე ციხეშია. მე გამოძიების იმედი არ მაქვს," - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

დღის ამბები