19 აპრილი 2024,   23:28
ვრცლად
მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი - შეხვედრამდე ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს ისევ ბრალდებებს უყენებს

მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდისთვის მზადება იწყება. ოპოზიცია, ხელისუფლება, დიპლომატიური კორპუსი - დიალოგის ფორმატი უცვლელია.

შეხვედრა თვის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში უნდა შედგეს. მრგვალი მაგიდის განხილვის თემა საარჩევნო სისტემაა. მხარეებმა ხედვები კიდევ ერთხელ უნდა გაცვალონ.

მიუხედავად იმისა, შედგება თუ არა მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი, ოპოზიცია აცხადებს, რომ მშვიდობიანი ფორმით მწვავე პროტესტი თბილისსა და რეგიონებში მაინც გაგრძელება.

"რასაკვირველია, არ დავთანხმდებით იმ მოდელს, რომელიც გულისხმობს, რომ 30%-იანი მხარდაჭერით მთავრობა შექმნას კვლავ და უმრავლესობაში მოვიდეს "ქართული ოცნება". ჩვენი მოთხოვნა უცვლელია, რომელიც ითვალისწინებს ე.წ. გერმანული მოდელის ადაპტირებულ ვარიანტს, რომელიც ერგება საქართველოს კონსტიტუციას," - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ხატია დეკანოიძე.

"ჩვენ წინადადებები დასმული გვაქვს უკვე. ჩვენ ველოდებით ოდირის დასკვნას, მაგრამ ჩვენი რამდენიმე წინადადება - როგორ შეიძლება მიღწეული იყოს ის შედეგი, რომ წარმომადგენლობა იყოს პროპორციული და შეუძლებელი იყოს უმრავლესობის მოპოვება ამომრჩეველთა მესამედის მხარდაჭერით ნებისმიერი ძალისთვის მომავალში, თორემ "ოცნება" უმრავლესობას ვერ მოიპოვებს, ეს გამორიცხულია ნებისმიერი სისტემის პირობებში," - აცხადებს "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია.

მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ მათი შეთავაზება 100/50-ზე ქვეყნის განვითარების და სტაბილურობის ერთადერთი საშუალებაა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ოპოზიცია ამ შეთავაზებას უნდა დათანხმდეს. 

"ეჭვი მაქვს, არც ერთი მოდელი მათთვის მისაღები არ არის. ახლა გამოჩნდა ეს შეკითხვა და ნელ-ნელა გადადის გარკვეულ დასტურში. მეხუთე რაუნდი უნდა შედგეს იმიტომ, რომ საზოგადოებამ და საერთშორისო პარტნიორებმაც დაინახონ, ვინ რას სთავაზობს იმისათვის, რომ ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს სტაბილურობა და განვითარება," - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი.

"ოპოზიციას შევთავაზეთ ოპტიმალური ვერსია, ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე, ჩვენი ქვეყნის სტაბილურ განვითარებაზე მორგებული მოდელი, რომელიც არის სრულად დემოკრატიული და თუ ისინი ზრუნავენ ქვეყანაზე და არ ამოძრავებთ ვიწრო პოლიტიკური ინტერესები, მაშინ ჩვენი შეთავაზება უნდა მიიღონ,"-აღნიშნა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა.

დღის ამბები