20 აპრილი 2024,   03:52
ვრცლად
"დიდი სცენის" მეოთხე კონცერტი ფილარმონიის სცენაზე - რომელი კონკურსანტი დატოვებს "რუსთავი 2-ის" მეგაშოუს 

"რუსთავი 2-ის" მაყურებელი დღეს მეგაშოუ "დიდი სცენის" რიგით მე-4 ლაივკონცერტს იხილავს. დღესვე გაირკვევა, ვინ დატოვებს პროექტს იმ ორი აუტსაიდერიდან, რომელმაც წინა კონცერტზე მაყურებლის და ჟიურის ყველაზე დაბალი შეფასება მიიღო.

"ჩვენი კონკურსის წესების მიხედვით, ორი აუტსაიდერიდან ერთ-ერთი გადაცემის დასაწყისშივე დატოვებს პროექტს. ძალიან რთული და ემოციურია ეს ყველაფერი მაყურებლისთვის და კონკურსანტებისთვის განსაკუთრებით, იმიტომ, რომ კონცერტის გახსნა ისედაც რთულია და ამ დროს იხსნება აუტსაიდერების დუეტით, რომლებმაც იციან, რომ ერთ-ერთი მათგანი პროექტს დატოვებს," - აცხადებს სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ის" მთავარი რეჟისორი ნიკა ლომიძე.

მეგაშოუს ავტორების თქმით, დღევანდელ ლაივკონცერტზე მსოფლიო მუსიკის 80-90-იანი წლების ყველასათვის საყვარელი ჰიტები გაჟღერდება.

"ყველასათვის ნაცნობი სიმღერები, 80-90-იანი წლების ჰიტები გაჟღერდება. ეს სიმღერები ოდესღაც ყველასთვის იყო საყვარელი და დარწმუნებული ვარ ახლაც ასეა, ამიტომ აუცილებლად უნდა უყუროთ კონცერტს," - ამბობს "დიდი სცენის" წამყვანი მაკო კვიტაიშვილი.

"განწყობა ყველას ამაღლებული გვაქვს, რადგან ეს ტურიც განსაკუთრებული ტურია, რადგან შეიძლება ნოსტალგიაც მოჰგვაროს მსმენელებს. ძალიან ძლიერი კონკურსანტები გვყავს, თუმცა, სამწუხაროდ, გადაცემის დასაწყისშივე ერთ-ერთ მათგანს დავემშვიდობებით," - აღნიშნავს "დიდი სცენის" წამყვანი სანდრო სანაია.

მეგაშოუ "კურიერის" დასრულებისთანავე 22:00 საათზე დაიწყება. პროექტში 8 კონკურსანტია დარჩენილი.

დღის ამბები