დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის, ნოდარ გუგეშაშვილის, მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა კალიჩენკომ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
ზაზა მურჯიკნელს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით ედავება. დაკავებული ბრალს არც ერთ ნაწილში არ აღიარებს.
სასამართლოს არ ესწრებოდა დაზარალებული, თადარიგის პოლკოვნიკი დოდო გუგეშაშვილი.
მურჯიკნელის წინასასამართლო პროცესი 16 მარტს გაიმართება.