25 აპრილი 2024,   15:24
ვრცლად
5 ადამიანი დაშავდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვიშხეთის გზაზე, მათ შორის 3 მცირეწლოვანია

4 ადამიანი დაშავდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვიშხეთის გზაზე. მსუბუქი ავტომანქანა სავარაუდოდ გზის სავალ ნაწილზე მოცურდა და მდინარეში გადავარდა.

მგზავრებს შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვია, ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მდინარეში გადავარდნილ მგზავრებს პირველადი დახმარება ადგილობრივებმა აღმოუჩინეს. ამ წუთებში ადგილზე მუშაობს საგანგებო სიტუაციათა სამსახური, მაშველები მდინარეში გადავარდნილი ავტომანქანის ამოყვანას ცდილობენ.

დღის ამბები