19 თებერვალი 2020,   10:26
ვრცლად
ნეთანიაჰუ შტატებში გაემგზავრა - ისრაელსა და პალესტინას შორის სამშვიდობო გეგმას ვაშინგტონში განიხილავენ

ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმის განსახილველად შტატების პრეზიდენტმა ისრაელის პრემიერი და მისი ოპონენტი ბენი განცი ვაშინგტონში მიიწვია.

შეერთებულ შტატებში გამგზავრებამდე ბენიამინ ნეთანიაჰუმ აეროპორტში განაცხადა, რომ მოლაპარაკებების შემდეგ ის და ტრამპი ისტორიაში შევლენ. დონალდ ტრამპი ვაშინგტონში, პალესტინასა და ისრაელს შორის არსებული მრავალწლიანი კონფლიქტის დარეგულირების გეგმაზე საუბარს აპირებს.

ისრაელთან დაპირისპირებული მხარე შეერთებულ შტატებში ტრამპის ადმინისტრაციას არ მიუწვევია. პალესტინელი ლიდერები კი აცხადებენ, რომ მათ გარეშე სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია.

ისრაელსა და პალესტინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები 2014 წელს შეწყდა.

დღის ამბები