18 აპრილი 2024,   14:52
ვრცლად
გავრცელდა ვიდეო, სადაც ტრამპი უკრაინაში ამერიკის ელჩის გადაყენებას მოითხოვს

ვრცელდება აშშ-ს პრეზიდენტის ფარული ვიდეოჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, შტატების პრეზიდენტი უკრაინაში ამერიკის ელჩის, მარი იოვანოვიჩის, გადაყენებას მოითხოვს.

მედიის ინფორმაციით, ვიდეო 2018 წელს ვაშინგტონში, სასტუმრო "ტრამპ ინტერნეიშენალში," ერთ-ერთი სადილის დროს არის გადაღებული. ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ უკრაინელი ბიზნესმენი ლევ პარნასი ელჩის გათავისუფლებას ითხოვს, რადგან მისი თქმით, ივანოვიჩი ყველას ეუბნება, რომ მალე ტრამპს იმპიჩმენტს გამოუცხადებენ. ვიდეოში ბიზნესმენს შტატების პრეზიდენტი პასუხობს: "თავიდან მოიშორეთ ის, ხვალვე მოიშორეთ."

ბიზნესმენი პარნასი ამერიკის პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესში ფიგურირებს. მას ბრალად ედება ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის დაფინანსების წესების დარღვევა. უკრაინაში შტატების ყოფილი ელჩიც იმპიჩმენტის საგამოძიებო პროცესის საკვანძო მოწმეა.

 

დღის ამბები