უკიდურესად მძიმეა რჩება ქვიშხეთთან ავარიის დროს დაშავებული ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგოამრეობა. ის დღის ბოლოს ხაშურის კლინიკიდან მცხეთის საავადმყოფოში გადმოიყვანეს.
"პაციენტი მცხეთის სამედიცინო ცენტრში კატასტროფის ეკიპაჟმა შემოიყვანა. მისი ზოგადი მდგომარეობა გახლავთ კრიტიკულად მძიმე, რეანიმაციაში მმართვით სუნთქვაზე იმყოფება," - განაცხადა ექიმმა დავით ლოლაძემ.
მანქანა, სადაც ქალი და მისი ოჯახის კიდევ 4 წევრი იმყოფებოდა ავარიის შედეგად მტკვარში ჩავარდა. ადგილზე დაიღუპა მძღოლი და სამი მცირეწლოვანი ბავშვი - მათი ასაკი 5-დან 10 წლამდეა. დაღუპულები და დაშავებული ერთი ოჯახის წევრები არიან. არსებული ინფორმაციით, ოჯახი ბორჯომიდან, ქუთაისში სახლში ბრუნდებოდა.