19 აპრილი 2024,   15:48
ვრცლად
ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი, შესაძლოა, მიმდინარე კვირას გაიმართოს

ოპოზიცია, ხელისუფლება და დიპლომატიური კორპუსი მოლაპარაკების მეხუთე რაუნდზე, შესაძლოა, მიმდინარე კვირას შეიკრიბონ. ხელისუფლების ოპონენტები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით უმრავლესობის ბოლო შეთავაზებას, რომლის მიხედვითაც პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობა 50-მდე შემცირდება, ცინიკურს უწოდებენ და იმედოვნებენ, რომ დასავლეთის ზეწოლით "ქართული ოცნება" საბოლოოდ კომპრომისზე წავა.

"ჩვენგან არის სრული მზაობა იმისთვის, რომ ის დანაპირები, რაც ბიძინა ივანიშვილმა მისცა საქართველოს მოსახლეობას, რაიმე ფორმით შესრულდეს. ამისთვის ძალისხმევას, რა თქმა უნდა, გააგრძელებს ოპოზიცია, მათ შორის მეხუთე რაუნდში, სადაც იმედი მაქვს, რომ ხელისუფლების პოზიცია ცოტა უფრო კონსტრუქციული იქნება, ვიდრე ის სრულიად უპასუხისმგებლო განცხადება რაც, მაგალითად, მინისტრი წულუკიანის მხრიდან მოვისმინეთ, სადაც სისტემის გამოგლოვებაზე საუბრობდა," - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

პარლამენტის ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების" წევრი გია ჟორჟოლიანი მიიჩნევს, რომ დაპირიპირებულ ძალებს შორის "გაუთავებელი კინკლაობა" უნდა დამთავრდეს. 

"დღეს როგორიცაა პოლიტიკური დიზაინი, ამ პარტიებმა, ამოწურეს საკუთარი რესურსები და ისინი ვეღარ მოახერხებენ ქვეყნის განვითარებისკენ წაყვანას. ყველა შემთხვევაში, არჩევნები უნდა ჩატარდეს, ეს გაუთავებელი კინკლაობა და ერთმანეთის დადანაშაულება ამ ორი ძალის მიერ არაფერ სასიკეთოს არ ქმნის,“- განაცხადა გია ჟორჟოლიანმა. 

დღის ამბები