19 აპრილი 2024,   11:39
ვრცლად
გუგეშაშვილის შვილის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

დოდო გუგეშაშვილის მკვლელობის მცდელობისა და მისი შვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ზაზა მურჯიკნელის ადვოკატი სულხან კომახიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებით გაასაჩივრებს.

ზაზა მურჯიკნელის ადვოკატი აცხადებს, რომ მურჯიკნელს მომხდართან არანაირი კავშირი არ აქვს.

სულხან კომახიძე გაუთქმელობის ხელწერილიდან გამომდინარე საქმის დეტალებზე ვერ საუბრობს.

"სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა, შეუფარდა ორთვიანი პატიმრობა, მიუხედავად ჩვენი პოზიციისა. ბუნებრივია, გადმოგვეცემა სასამართლოს განჩინება, გავაანალიზებთ მას და ვიმოქმედებთ კანონის შესაბამის ფარგლებში.

საქმის მასალები გადმოგვცეს, მაგრამ გადმოგვეს დაგვიანებით და თან ბრალდების მხარემ შეგვზღუდა გაუთქმელობის ხელწერილით, თუმცა თვითონ რაც უნდა, იმ ინფორმაციას ასაჯაროვებს. სასამართლოზე დაკავებულმა განაცხადა, რომ ამ მკვლელობასთან შემხებლობა არ აქვს," - განაცხადა ადვოკატმა სულხან კომახიძემ.

სამართალდამცავებმა მურჯიკნელი 24 იანვარს დააკავეს. მკვლელობის მოტივი ამ დრომდე უცნობი რჩება. გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები