20 აპრილი 2024,   00:53
ვრცლად
ბაღდადში, აშშ-ს საელჩოს მიმართულებით 3 რაკეტა ისროლეს

ბაღდადში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიმართულებით 3 რაკეტა ისროლეს. ერთ-ერთი მათგანი საელჩოს კაფეტერიას მოხვდა. დაშავდა 3 პირი. მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არცერთ მხარეს არ აუღია.

საელჩოზე თავდასხმა უკვე დაგმო ერაყის პრემიერმა. მისი განცხადებით, მსგავსი ქმედებების გაგრძელება ქვეყანას საბრძოლო ველად აქცევს.

შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ოფიციალურ ბაღდადს დიპლომატიური დაწესებულებების დაცვისკენ მოუწოდებს.

პარალელურად, ერაყის დედაქალაქში ანტისამთავრობო გამოსვლები გრძელდება. პოლიციასთან შეტაკებებს ემსხვერპლა ერთი ადამიანი. ახლო აღმოსავლეთში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც 3 იანვარს ბაღდადის აეროპორტში ამერიკულ ავიაიერიშს ირანელი გენერალი ემსხვერპლა. ​

დღის ამბები