რა გახდა ქვიშხეთთან მომხდარი ავარიის მიზეზი?! - გამოძიება მომხდარის რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს.
არ არის გამორიცხული, რომ მძღოლს საჭესთან ჩაეძინა. ასევე, განიხილება გულის შეტევის ვერსიაც.
მანქანა, სადაც 5 ადამიანი იმყოფებოდა, ავარიის შედეგად მტკვარში ჩავარდა. ადგილზე დაიღუპა მძღოლი და სამი მცირეწლოვანი ბავშვი - მათი ასაკი 5-დან 10 წლამდეა.
დაღუპულები და დაშავებული ერთი ოჯახის წევრები არიან. უმძიმესია ამ დრომდე ავარიის დროს დაშავებული ახალგაზრდა ქალის მდგოამრეობა. ის, დღის ბოლოს ხაშურის კლინიკიდან მცხეთის საავადმყოფოში გადმოიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ოჯახი ბორჯომიდან, ქუთაისში სახლში ბრუნდებოდა.