25 თებერვალი 2020,   01:26
ვრცლად
"გვიან ღამემდე ვუყურებდით, როგორ ანგრევდნენ ჩვენს სახლებს" - თურქეთში, სტიქიის ზონაში სამაშველო სამუშაოები განახლდა

თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგებთან ბრძოლა გრძელდება. მუსტაფას მოედანზე, რომელიც ყველაზე მეტად დაზიანდა, სამუშაოები დღეს დილიდან განახლდა.

როგორც "კურიერის" გადამღები ჯგუფი ადგილიდან იტყობინება, სამაშველო ჯგუფის წევრები შენობების დემონტაჟს აგრძელებენ და ზარალს ითვლიან.

"კურიერის" კორესპოდენტის თქმით, ადგილობრივები სამაშველო სამუშაოებს  ჯებირებიდან აკვირდებიან.

"გვიან ღამემდე ვუყურებდით, თუ როგორ ანგრევდნენ ჩვენს სახლებს. მთელი ღამე ისევ აქ გავატარეთ. ადგილზე კვლავ გრძელდება სამუშაოები და ამ ყველაფრის ყურება ჩვენთვის ძალიან მძიმეა. გუშინ კიდევ ერთი გარდაცვლილი იპოვეს. იქ, სადაც დემონტაჟი მიმდინარეობს, ადამიანებს უკვე არ ეძებენ. თუმცა, ამ მოედანზე არის რამდენიმე წერტილი, სადაც ნანგრევებში მოყოლილი ადამიანები ეგულებათ," - განაცხადა ადგილობრივმა "კურიერთან" საუბრისას.

 

დღის ამბები