20 აპრილი 2024,   18:36
ვრცლად
თუ გენპროკურორის შერჩევის პროცესი ფარსია, მაშინ კახიძეს მხოლოდ შოთაძესთან რატომ სურს კითხვების დასმა?! - ოხანაშვილი

"თუ ფარსია ეს ყველაფერი, მაშინ ბატონ შოთაძესთან მიმართებაში რატომ მოდის და რატომ სურს შეკითხვების დასმა?!" - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რითაც საპროკურორო საბჭოს ერთ-ერთი წევრის, "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლის ოთარ კახიძის განცხადებას გამოეხმაურა.

ოხანაშვილის შეფასებით, ოთარ კახიძის განცხადება  პროცესის პოლიტიკურ დაინტერესებაზე მიუთითებს.

"თუ ფარსია ეს ყველაფერი, მაშინ ბატონ შოთაძესთან მიმართებაში რატომ მოდის და რატომ სურს შეკითხვების დასმა?! თუ ეს პროცესი მისთვის ფარსია, მაშინ საერთოდ აზრს უნდა იყოს მოკლებული მისი ამ პროცესში მონაწილეობა. ამიტომ, საკუთარ თავთან მოდიან წინააღმდეგობაში. ერთის მხრივ, ამბობენ, რომ ეს პროცესი არის დადგმული, თუ ასეა, რატომ აცხადებს, რომ სურს მოვიდეს და დასვას შეკითხვები საპროკურორო საბჭოში მხოლოდ ერთ კანდიდატთან. ეს მიუთითებს მათ პოლიტიკურ დაინტერესებაზე", - აღნიშნა  ანრი ოხანაშვილმა.

ოთარ კახიძის განმარტებით,  გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრებას, გარდა ყოფილი გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძისა, არ დაესწრება. ოთარ კახიძე საპროკურორო საბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილის "მორიგ სპექტაკლს" უწოდებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები