20 აპრილი 2024,   14:16
ვრცლად
"სამართლიანად ექცევიან, მეუფე პეტრესავით ჭორიკანა კაცია, სხვა არაფერი"- მეუფე იაკობი მამა ანდრია სარიაზე

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი მღვდელმონაზონ ანდრია სარიასთვის მღვდელმსახურების შეჩერების საკითხს გამოეხმაურა. მეუფე იაკობი თვლის, რომ ანდრია სარიასთვის მღვდელმსახურების შეჩერების თაობაზე საპატრიარქოს გადაწყვეტილება სამართლიანია.

"ვფიქრობ, სამართლიანად ექცევიან. აბსოლუტურად ადეკვატურია. ჭორებს ავრცელებს, მეუფე პეტრესავით ჭორიკანა კაცია, სხვა არაფერი.

ყველას შეუძლია მოვიდეს საპატრიარქოში და ყველა საკითხი განხილული იქნება. მაგას ახლა პატრიარქთან შეხვედრა რომ უნდა, მაგაზე მე ადრე დავეხმარე. მახსოვს ვინც არის და თვითონაც გაიხსენოს. მე რომ გამოვირჩევი მწვავე განცხადებებით, რას ვამბობ არასწორს?! მწვავეს არ აკეთებდა, არასწორს აკეთებდა. ტყუილს ლაპარაკობს, ისევე მატყუარაა, როგორც მეუფე პეტრე.

მამა ანდრია სარია მცხეთა-თბილისში იყო მოვლენილი და იმის გამო, რომ თუნდაც რომელ მონასტერშიც არის მივლინებული, იქ არ რჩებოდა, მაგის გამო შეუჩერდა და ზღაპრებს ნუ ჰყვება, თავი ნუ ჰგონია ძალიან ჭკვიანი, თუნდაც კანონიკაში. ვინ იცავს მაგათ გადახედეთ აბა. ჩვენ ეკლესიას აგინებენ და ვითომ უკრაინა აინტერესებთ. ეს ხომ ტყუილია,"- განაცხადა მეუფე იაკობმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, დაისაჯა თუ არა მამა ანდრია სარია მეუფე პეტრეს მხარდაჭერის გამო, მეუფე იაკობმა ასე უპასუხა:  

"თავისთავად, მაგრამ მეუფე პეტრე ვის მხარდასაჭერად ირჯება? ქართული ეკლესიის სიძლიერე ვის არ უნდა, რომელ ქვეყანას არ უნდა? ხშირად გამოდიან პოლიტიკოსებიც, რუსული გავლენებიო, მე მაქვს რამე რუსული გავლენა?"-განაცხადა მეუფე იაკობმა.

შეგახსენებთ, რომ 22 იანვარს ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს გარემოცვის წევრს და ჭყონდიდის ეპარქიის ერთ-ერთი მონასტრის წინამძღვარს, მამა ანდრია სარიას მღვდელმოქმედება შეუწყვიტეს. 

დღის ამბები