25 აპრილი 2024,   01:59
ვრცლად
ირაკლი კობახიძის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად არჩევას დღეს კენჭს უყრიან

 

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მონაწილეობს.

საპარლამენტო დელეგაციას ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, რომლის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად არჩევას დღეს კენჭს უყრიან.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ტრიბუნა მაქსიმალურად იქნება გამოყენებული, რომ მსოფლიო ასპარეზზე საქართველოსთვის ყველაზე მწვავე პრობლემებზე ისაუბრონ. 

"ჩვენ ტრიბუნას მაქსიმალურად გამოვიყენებთ იმისათვის, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები გავაჟღეროთ. მთავარი ხაზი იქნება ჩვენი ეროვნული ოკუპაციის თემა და ეს პლატფორმა ამ ყველაფრისთვის იქნება ძალიან კარგად გამოყენებული,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია ფიქრობს, რომ აუცილებელი და პრიორიტეტულია ოკუპაციის თემაზე საუბარი.  

"ჩვენთვის, როგორც დელეგაციის წევრებისთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია ეს ღონისძიება და ეს დღეები, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ უამრავი საკითხის გასაჟღერებლად,"- განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

დღის ამბები