25 აპრილი 2024,   09:56
ვრცლად
"ის აპირებს გამოვიდეს ევროსაბჭოში და მორიგი ტყუილები აფრქვიოს" - მოქალაქეებმა პრეზიდენტის სტრასბურგში ვიზიტი გააპროტესტეს

სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა აქციის ფონზე მიმდინარეობს. შენობასთან საფრანგეთში მცხოვრები ქართველები შეიკრიბნენ და მათ სალომე ზურაბიშვილის სტრასბურგში ვიზიტი გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები ასევე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას აპროტესტებენ.

"დღეს ჩვენ ვაპროტესტებთ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს სტრასბურგში, ის აპირებს გამოვიდეს ევროსაბჭოში და მორიგი ტყუილები აფრქვიოს და ნაცარი შეაყაროს თვალებში ჩვენს მეგობრებს. ის შეფუთული ჭირი, რომელსაც მალავს "ქართული ოცნება" მთელი ამ წლების განმავლობაში, უკვე თავი იჩინა და დღეს არავისთვის დასამალი და უცხო, რომ "ქართული ოცნება" არის კოლაბორაციონისტული ხელისუფლება და ის ემსახურება პუტინის მიზნებს,“ - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ნინო ფიფია.

"რუსული "კგბ"-ს დასმულია ეს ქალი და ივანიშვილმა იმდენი გააკეთა, სანამ სახელმწიფო სტრუქტურების სათავეში არ დასვა სამშობლოს გამყიდველები, მოღალატეები და მექრთამეები,“ - აღნიშნა აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ.

დღის ამბები