18 აპრილი 2024,   11:05
ვრცლად
გლდანში ერთოთახიან ბინაში ხანძარი გაჩნდა

ხანძრის შედეგად გლდანის მეოთხე მიკრორაიონში ერთოთახიანი ბინა დაიწვა. მეზობლების ინფორმაციით, ორი მცირეწლოვანისა და ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ლოკალიზება დროულად მოხერხდა. დაშავებულები არ არიან.

იყო დაკვამლიანება. დაზიანდა საყოფაცხოვრებო ტექნიკა

დღის ამბები