29 მარტი 2020,   16:57
ვრცლად
სტიქიის მესამე დღე თურქეთში - ათობით ადამიანი ისევ ნანგრევების ქვეშაა მოყოლილი

თურქეთში, მიწისძვრის ეპიცენტრში ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები ზარალს ითვლიან. ქალაქ სივრიჯსა და მიმდებარე სოფლებში ძლიერმა ბიძგებმა 70-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი დააზიანა. დანგრევის პირასაა ქალაქის ცენტრში მდებარე მეჩეთიც.

სტიქიის შემდეგ ღია ცის ქვეშ დარჩენილი მოსახლეობა სპეციალურად მოწყობილ კარვებშია გადაყვანილი.

ქალაქ სივრიჯის მსგავსად 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგებმა ელაზიღისა და მალათაის პროვინციებიც დააზარალა.

ბოლო ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 41-მდე გაიზარდა. დაშავებულია 1600 ადამიანი.

სამაშველო სამსახურის ჯგუფები სტიქიის ზონაში უკვე მესამე დღეა უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ, ნანგრევებში კი ამ დრომდე ათობით ადამიანი რჩება.

ქალაქ ელაზიღში მთელი ღამის განმავლობაში მუსტაფას მოედანზე მდებარე 6 სართულიანი შენობის დემონტაჟი მიმდინარეობდა, რომელიც სტიქიისას მნიშვნელოვანად დაზიანდა.

6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ ნგრევა თურქეთის 3 ქალაქში გამოიწვია. ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, სტიქიის ზონაში არ დაბრუნდნენ, რადგან ძლიერი მიწისქვეშა ბიძგების გამეორების რისკი მაღალია. სეისმოლოგიური სამსახურის ცნობით, 24 იანვრის შემდეგ თურქეთში 900-მდე მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა.

დღის ამბები