16 აპრილი 2024,   09:56
ვრცლად
USAID 7 მილიონ დოლარს "ახალი სკოლის მოდელის" განვითარებისთვის გამოყოფს

54-ე სკოლა ერთ-ერთი პირველია, სადაც "ახალი სკოლის მოდელი" დაინერგა. ახალი მიდგომა მოსწავლეს საგაკვეთილო პროცესის დროს კრიტიკული აზროვნებისა და უნარების გამომუშავებაში ეხმარება. 

54-ე სკოლის გარდა "ახალი სკოლის მოდელში" კიდევ 100-ზე მეტი საჯარო სკოლაა ჩართული. ხუთწლიან პროექტს ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში განათლების კუთხით განახორციელებს.

USAID 7 მილიონ დოლარს გამოყოფს "ახალი სკოლის მოდელისთვის," რასაც წელიწადზე მეტია განათლების სამინისტრო ახორციელებს.


ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, საუბარი "ფულბრაითის" პროგრამის გაფართოებას შეეხო.

შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის საპარტნიორო ხელშეკრულებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. "ფულბრაითის" ახალ პროექტს კი ხელი გაზაფხულზე მოეწერება.

დღის ამბები