19 აპრილი 2024,   05:40
ვრცლად
მამა ანდრია სარიასთვის მღვდელმსახურების შეჩერების საკითხი მეუფეებს შორის დაპირისპირების საგანი ხდება

მღვდელმონაზონ ანდრია სარიასთვის მღვდელმსახურების შეჩერების საკითხი, სასულიერო პირებს შორის კვლავ აქტიურად განიხილება.

ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი, ანდრია სარიასა და მეუფე პეტრე ცაავას ტყუილში და ჭორების გავრცელებაში ადანაშაულებს. მეუფე იაკობი თვლის, რომ ანდრია სარიასთვის მღვდელმსახურების შეჩერება საპატრიარქოს მხრიდან სწორი გადაწყვეტილებაა. ბოდბელი ეპისკოპოსის ბრალდებებს მეუფე პეტრე პასუხობს.

"დღევანდელი საქართველოს საპატრიარქოსა და ეკლესიის სირცხვილი, ბოდბელი მთავარეპისკოპოსი და პატრიარქის სახე ახმოვანებს ხოლმე კათოლიკოს-პატრიარქის დამოკიდებულებას სხვადასხვა საკითხის მიმართ. 

ის მღვდელმონაზონ ანდრიას საკითხზე და მის მიმართ მორიგ უსამართლობაზე საუბრობს და ამ დროს, თანამწიგნურებად ჰყავს მცხეთა-თბილისის ეპარქიიდან მამათმავლობისთვის დასჯილი და ამაში მხილებული სასულიერო პირები," - განაცხადა მეუფე პეტრემ.

დღის ამბები